ახალი ამბები

პარიზში სლავური დიასპორის იურისდიქციის ქვეშ ეკლესიის გახსნა ქართველი წინამძღოლით, მიუღებელია – საპატრიარქო

17 ივნისი, 2020 • 1269
პარიზში სლავური დიასპორის იურისდიქციის ქვეშ ეკლესიის გახსნა ქართველი წინამძღოლით, მიუღებელია – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსს მმართველს, დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს წერილით მიმართავს, რომ პარიზში მართლმადიდებელი ეკლესიის გახსნა, რომელსაც სამთავარაეპისკოპოსოს იურისდიქციაში მყოფი ქართული ეროვნების მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იეროთეოზი უხელმძღვანელებს, ქართული მართმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე სულიერ მზრუნველობას ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებებლი ეკლესიები უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოსთან მიმართებაში”, – მიმართავს საპატრიარქო მიტროპოლიტ იოანეს.

წერილში აღნიშნულია, რომ ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ეკლესიები გახსნილი, მათ შორის- პარიზშიც, რომელსაც მათი წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. პარიზში ახალი ქართული სამრევლოს გახსნა დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსს მმართველთან სათანადო კომუნიკაციის არქონის შედეგია.

დუბნინის მიტროპოლიტ იოანესთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, საპატრირქო იმედოვნებს, რომ “ეს გაუგებრობა დროულად აღმოიფხვრება და არ გახდება ის დაბრკოლების მიზეზი მათი ურთიერთობისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი