ახალი ამბები

მცენარეები მაყურებლის ნაცვლად – ბარსელონაში ოპერა გაიხსნა

23 ივნისი, 2020 • 1127
მცენარეები მაყურებლის ნაცვლად – ბარსელონაში ოპერა გაიხსნა

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონის ლიცეუს ოპერაში პირველად სამი თვის შემდეგ კონცერტი ჩატარდა. თუმცა, როგორც „როიტერსი“ წერს, ადამიანების ნაცვლად მას 2300 მცენარე დაესწრო და ლაივში გადაიცემოდა.

ორგანიზატორების განცხადებით, მათი განზრახვა იყო, ეჩვენებინათ ადამიანების მდგომარეობის აბსურდულობა კორონავირუსის ერაში.

კონცერტის შემდეგ მცენარეებს, რომლებიც მას დაესწრნენ, სამედიცინო მუშაკებს აჩუქებენ.


ესპანეთი ევროპაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. მთლიანობაში, ქვეყანაში თითქმის 250 000 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 30 000 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე თვის განმავლობაში, ესპანეთში მკაცრი კარანტინიც მოქმედებდა.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი