ახალი ამბები

ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

23 ივნისი, 2020 • 2317
ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

23 ივნისს ქუთაისში გააპროტესტეს მდინარე რიონზე ნამახვანი ჰესის მშენებლობა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რისკების გათვალისწინებით, მშენებლობა შეაჩეროს.

დემონსტრანტებმა აქციაზე მიიტანეს ბანერები სხვადასხვა წარწერით: „არა დიდ ჰესებს“, „შეიგრძენი საფრთხე“, „დუმილი დანაშაულია“ და ა.შ.

როგორც ისინი ჟურნალისტებს ეუბნებიან, მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან ნამახვანი ჰესის კაშხალი ქუთაისს სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აყენებს.

აქციაზე მყოფმა ზაალ გორგიძემ, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლით დათარიღებული ბრძანება, რომელმაც „მწვანე შუქი აუნთო“ ჰესის მშენებლობას, უკანონოა, დაუსაბუთებელი და სასამართლოშია გასაჩივრებული.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მათ შორის- „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერსა და წყალტუბოში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად, ჰესის:

  • დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ;
  • სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ.სთ;
  • ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;
  • საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;

ვრცლად ამ თემაზე:

სეისმოლოგები ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.