ახალი ამბები

“გლოვოს” კურიერს მცირე ზომის სატვირთო დაეჯახა

23 ივნისი, 2020 • 1368
“გლოვოს” კურიერს მცირე ზომის სატვირთო დაეჯახა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, “გლოვოს” კურიერს მცირე ზომის სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, კურიერი კლინიკაშია გადაყვანილია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ამ დროისთვის არ აქვთ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი