აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ბოლომდე სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ტრამპის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სურს შეინახოს სამუშაო ადგილები ამერიკის მოქალაქეებისთვის.
შეზღუდვები ძალაში 24 ივნისს შევა, ხოლო მათ, ვინც უკვე არის აშშ-ში, ეს არ შეეხება.
ბრძანება ეხება შემდეგი ტიპის ვიზებს — H-1B (კვალიფიცური თანამშრომელებისთვის, მათ შორის, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროში), H-2B (სეზონური თანამშრომლებისთვის), H-4 (H-1B ვიზების მფლობელთა მეუღლეებისთვის), L-1 (მსხვილ კომპანიებში სახელმძღვანელო პოსტებზე მომუშავეთათვის) და ზოგიერთ J-1 ვიზას (სამეცნიერო თანამშრომლებისთვის, მასწავლებლებისთვის, კულტურული და გაცვლითი პროგრამების მონაწილეთათვის).
ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ დემოკრატიული პარტიის წევრები და მსხვილი კორპორაციები — Google, Facebook, Twitter, Amazon, Microsoft და Uber.