ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 ივნისი, 2020 • 828
საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 ივნისის 11:30 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, ამ დროისთვის, 911-ს აღწევს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ზემოთ ხსენებული 3 ადამიანიდან 2-ის ინფიცირების წყარო ცნობილია.

stopcov-.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 768 გახდა. ამ დროისთვის უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი და ის 14-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 2 662 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მასალების გადაბეჭდვის წესი