ახალი ამბები

„ლელოსთან“ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს – ელისაშვილი

22 ივნისი, 2020 • 1504
„ლელოსთან“ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ჩამოყალიბებულ პლატფორმას „ლელოსთან“ ჯერჯერობით მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქვს.

ელისაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ მისი პლატფორმის მხრიდან მაჟორიტარების დაყენების საკითზე ჯერჯერობით ვრცლად არ ისაუბრებს და კონკრეტულ პიროვნებებს არ დაასახელებს. თუმცა არაერთხელ გაიმეორა, რომ პლატფორმა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თანამშრომლობენ თუ არა  „ლელოსთან“, ელისაშვილი პასუხობს:

„ლელოსთან“ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ეს რაში ჩამოყალიბდება – არ ვიცი. შეიძლება არაფერი აქედან არ გამოდნეს, შეიძლება გამოდნეს. უბრალოდ, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ მანამდე მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან პირადი კონტაქტი არასდროს ჰქონია, თანამშრომლობამდე კი ჯერ კარგად უნდა გაიცნოს.


ელისაშვილმა 18 ივნისს ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. მან იმავე დღეს თქვა, რომ ოპოზიციურ ფორმატს ტოვებს, რადგან იქ მისთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ გაერთიანებული:

“გამოვეთიშე იმიტომ, რომ იქ ძალიან დისკომფორტი მქონდა მეც, ლევან იოსელიანსაც, ვინც ვმონაწილეობდით სამოქალაქო მოძრაობიდან.  იმიტომ, რომ ჩემთვის ბევრი მიუღებელი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე იმ მაგიდას. იდეოლოგიურადაც, პიროვნულადაც, პრორუსები… 98% იქ მყოფი ხალხის,  ნაციონალური მოძრაობით დაწყებული, ბევრი პარტიით დამთავრებული, რომელთათვის პოლიტიკა არის საშოვარი.

ელისაშვილი ოპოზიციურ ფორმატზე: გამოვეთიშე, იქ ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი