ახალი ამბები

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი შემთხვევა გამოვლინდა

22 ივნისი, 2020 • 2181
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად დიდი — 183 020 შემთხვევა დაფიქსირდა.

აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის — 116 041.

ყველაზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება აშშ-სა და ბრაზილიაში, რომლებიც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობით პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ.

აშშ-ში, მთლიანობაში, 2 მილიონ ადამიანზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბრაზილიაში — მილიონზე მეტი.

118 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა კორონავირუსს შტატებში, ხოლო თითქმის 50 000 – ბრაზილიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი