ახალი ამბები

23 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

22 ივნისი, 2020 • 736
23 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი 33-დან 38 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 24 ივნისს, დღის ბოლოდან, 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და დემპერატურა 23-დან 28 გრადუსამდე დაიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25-ში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თბილისში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივნისს კი იქროლებს ჩრდილო -დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი დაფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი