ახალი ამბები

22 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა, 6 გამოჯანმრთელდა

22 ივნისი, 2020 • 1236
22 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა, 6 გამოჯანმრთელდა

22 ივნისის 10:36 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 908-ს მიაღწია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

გამოჯანმრთრელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 761 გახდა. ამ დროის მონაცემებით უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი და ის 14-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 2 710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი