ახალი ამბები

ბრიტანეთში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ

21 ივნისი, 2020 • 940
ბრიტანეთში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 20 ივნისის საღამოს, რედინგში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ.

ბრიტანული მედიის ცნობით, რედინგის ერთ-ერთ პარკში დანით შეიარაღებული პირი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს, რის შედეგადაც 3 პირი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. გამოძიება თავდაპირველად მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით პროცესში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ და შესაბამისად, გამოძიება სწორედ ტერორიზმის მიმართულებით გრძელდება.

სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს ლიბიის 25 წლის მოქალაქე. გამოძიების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა და პოლიცია სხვა ეჭვმიტანილს არ ეძებს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე აღნიშნულ პარკში შავკანიანთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა შეიარაღებულ თავდასხმას აქციასთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი