ახალი ამბები

კითხვა, რომელზეც პასუხი ერთი წელია, ვერ მივიღე – გომურის სიტყვა აქციაზე

20 ივნისი, 2020 • 2239
კითხვა, რომელზეც პასუხი ერთი წელია, ვერ მივიღე – გომურის სიტყვა აქციაზე

მაკო გომური, რომელმაც 2020 წლის 20 ივნისის აქციის დაშლისას, თვალი დაკარგა, დღეს პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

გომურმა განმარტა, რომ აქციის დაშლიდან ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას დგომა მისთვის ძალიან რთულია და თქვა – „უპირველესად მადლობა, რომ ეს საშინელი ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე,“.

„პირველ რიგში კითხვა მიჩნდება, ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით და უამრავი თვალებით, რომელი შტუმრი აარიდეთ პარლამენტს. რას უშლიდა ჩვენი იქ დგომა და მშვიდობიანი პროტესტი? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი არ მაქვს,“ – ამბობს გომური.

მასალების გადაბეჭდვის წესი