ახალი ამბები

მთავრობამ, რომელმაც არ დასაჯა ლევან ვასაძე, პარლამენტში ადგილი დაუთმო დეპუტატს ქვეყნისა, რომლის გამოც 300 000 დევნილი გვყავს – თაბაგარი

20 ივნისი, 2020 • 1946
მთავრობამ, რომელმაც არ დასაჯა ლევან ვასაძე, პარლამენტში ადგილი დაუთმო დეპუტატს ქვეყნისა, რომლის გამოც 300 000 დევნილი გვყავს – თაბაგარი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი, რომელიც “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორია. მან გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა გასულ ზაფხულს 20 ივნისის მოვლენების, ასევე “თბილისი პრაიდის’ ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო.

‘მთავრობამ, რომელმაც არ დასაჯა ლევან ვასაძე 14 კანონის დარღვევისთვის, პარლამენტში ადგილი დაუთმო დეპუტატს ქვეყნისა, რომლის გამოც 300 000 დევნილი გვყავს’, – განაცხადა თაბაგარმა.

მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი