საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა, ამ ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, 19 ივნისის 21:00 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის 896 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 741 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2891 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 256 პაციენტია. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.