“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება ოცდაათ მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვავე რაიონში. კანდიდატების დასახელების მიუხედავად, ხაზარაძე ოპოზიციასთან კონსულტაციებსაც არ გამორიცხავს:
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარს. თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში, 30 მაჟორიტარობის კანდიდატს. საბოლოოდ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ.”
დღეს, 19 ივნისს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის ექვს ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინეს. შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანახმებული შემდეგი კანდიდატები დაასახელა:
ელენე ხოშტარია – ვაკე
ნიკა მელია – გლდანი
გიორგი ვაშაძე – ისანი
ლევან ხაბეიშვილი – სამგორი
შალვა შავგულიზე – მთაწმინდა/კრწანისი
შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი