ახალი ამბები

ჩვენგან 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად დაუჭერს მხარს – მდინარაძე

19 ივნისი, 2020 • 1056
ჩვენგან 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად დაუჭერს მხარს – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს.

ჟურნალისტებთან საუბარში ის ამბობს, რომ „ოცნების“ სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ გახმიანდა ეს მზაობა.

„დადასტურდა ის, რასაც მანამდეც მყარად ვაფიქსირებდით: 92 დეპუტატი, რომელიც აფიქსირებდა აქამდეც მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, მხარს დაუჭერს გარანტირებულად“, – ამბობს ჟურნალისტებთან მდინარაძე.

მისივე თქმით, დღეს სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საზოგადოების განწყობაზეც, რომელიც 120/30-ზე საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს.

„პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან და ახლა უკვე იმ დეპუტატებზეა ისევ და ისევ ჯერი.. კიდევ გავიმეორებ, რომ კიდევ უფრო მყარად  დაუჭირონ მხარი ოპოზიციის იმ ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქამდე დააფიქსირეს ღია მხარდაჭერა – ამ შემთხვევაში არანაირი რისკი არ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – ამბობს მდინარაძე.


საკონსტიტუიო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. „ქართულ ოცნებას“ 93 დეპუტატი ჰყავს, თუმცა, მანამდეც იყო ცნობილი, რომ აქედან ერთი, კახაბერ ოქრიაშვილი ცვლილბებეს მხარს არ დაუჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი