ახალი ამბებიკინო

გარდაიცვალა ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი იან ჰოლმი

19 ივნისი, 2020 • 3254
გარდაიცვალა ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი იან ჰოლმი

ბრიტანელი მსახიობი იან ჰოლმი, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში ჰობიტი ბილბო ბეგინსის (ფროდოს ბიძის) როლს ასრულებდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მსახიობის აგენტმა „გარდიანს“ დაუდასტურა, ჰოლმი კლინიკაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მას წლების განმავლობაში პარკინსონის დაავადება ჰქონდა.

ჰოლმი „ბეჭდების მბრძანებელში“ შესრულებული როლის გარდა, მაყურებელს დაამახსოვრდებოდა ფილმებიდან: „უცხოპლანეტელი“ (1979), „მეხუთე ელემენტი“ (1997), „ცეცხლოვანი ეტლები“ (1984) და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი