ახალი ამბები

ღია სივრცეში ტრენინგების და სემინარების ჩატარება დასაშვებია — მთავრობა

19 ივნისი, 2020 • 1110
ღია სივრცეში ტრენინგების და სემინარების ჩატარება დასაშვებია — მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ღია სივრცეში ტრენინგების და სემინარების ჩატარება დასაშვები ხდება. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან ერთად, ღია სივრცეში ისეთი აქტივობებიც იქნება დასაშვები, როგორებიცაა „მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები“.

თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ყველა ეს აქტივობა „უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარდება ყველა სათავგადასავლო აქტივობა.

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე, ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი — საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები, უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა“, — ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

აქამდე, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვების ფარგლებში, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება აკრაძალული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი