საქართველოში, 19 ივნისის მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი შემოტანილია, ხოლო მეორე- მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 741 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.