ახალი ამბები

ტურისტებს PCR ტესტს აეროპორტშიც გაუკეთებენ – ტიკარაძე

18 ივნისი, 2020 • 1418
ტურისტებს PCR ტესტს აეროპორტშიც გაუკეთებენ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოსულ ტურისტებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი , იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორს PCR ტესტი არ ექნება, მას Covid-19-ზე აეროპორტშივე შეამოწმებენ.

კითხვაზე, ვინ დაფარავს ტესტირების საფასურს, თავად ტურისტი თუ სახელმწიფო, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ზუსტდება:

“ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ ტურისტს თან ჰქონდეს PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მას კორონავირუსი არ აქვს. იმ ტურისტებს, რომელთაც ეს დოკუმენტი თან არ ექნებათ, ადგილზე ჩავუტარებთ ტესტს. ეს ყველაფერი აეროპორტში მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების დიდ ნაკადს მივიღებთ, გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც ტურისტები განთავსდებიან და იქ დაელოდებიან PCR  ტესტის პასუხებს. [ტესტების ხარჯებთან] დაკავშირებით ვმუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის სხვა მოთხოვნაა, რადგან მათ თავის მხრივ საქართველოს მიმართ სხვა მოთხოვნები აქვთ… ეს საკითხი ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების საგანია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შესაბამისად, მეტი დაზუსტებისგან თავს შევიკავებ”.

საქართველოს მთავრობა პირველი ივლისიდან საზღვის გახსნასა და საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი