ახალი ამბები

ტიკარაძემ “COVID-19-თან საბრძოლველად” რობოტი წარადგინა

18 ივნისი, 2020 • 1982
ტიკარაძემ “COVID-19-თან საბრძოლველად” რობოტი წარადგინა

დღეს, 18 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში. პრეზენტაციაზე მინისტრმა რობოტი “პეპერი” წარადგინა. მინისტრის თქმით, რობოტი საქართველოს Covid-19-თან ბრძოლაში დაეხმარება:

“დღეს რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს.. პირველი ჩემი დამხმარე “პეპერია”, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. ახლა ქართულს სწავლობს… ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში”, – განაცხადა ტიკარაძემ. როგორც მან აღნიშნა, რობოტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი