ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა

18 ივნისი, 2020 • 845
სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა კრებამ ოპოზიციური პარტიის,”აღორძინებული სომხეთის” ლიდერის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის  დაპატიმრებაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.

ფარულ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის, “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატები მონაწილეობდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერს, გაგიკ წარუკიანს  2017 წელს ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს.

გარდა ამისა,  პარლამენტმა 87 ხმით მხარი დაუჭირა წარუკიანისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას.

წარუკიანი და მისი თანაპარტიელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი