ახალი ამბები

17 ივნისს ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 ივნისი, 2020 •
17 ივნისს ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 17 ივნისს, ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, 70 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, კარანტინში იმყოფებოდა.

ოდიშარიას თქმით, თავდაპირველი კვლევით, რომელიც მას პისიარ მეთოდით ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შემდეგ ის 14 ივნისს კარანტინიდან გაუშვეს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. მეორედ ჩატარებული კვლევით კი ვირუსი დაუდასტურდა. ოდიშარიას თქმითვე, პაციენტს სიმპტომები არა აქვს.

როგორც ოდიშიარიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ პირთან კავშირში მყოფი 7 პირი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია.

“ამჟამად მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – ამბობს ის.

მთავრობის შექმნილ სპეციალურ გვერდზე ეს მონაცემები ჯერ ასახული არ არის. ახალი შემთხვევის შესახებ  ინფორმაცია ასევე არ გასცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, სადაც “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მონაცემებს დილით განაახლებენ და “ინდივიდუალურ” შემთხვევებზე ინფორმაციას არ გასცემენ.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 889 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი