ახალი ამბები

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $20 მლნ გაყიდა

17 ივნისი, 2020 • 863
სებ-მა სავალუტო აუქციონზე $20 მლნ გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს, 17 ივნისს, სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით,  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0383 შეადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგები ეროვნულ ბანკს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა გუშინ, 16 ივნისს, ლარის კურსი დოლართან 0.35 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან 3.06 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი