Cavea თბილისში ე.წ. დრაივ ინ კინოთეატრს გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრი იუსტიციის ლისზე, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა და მაყურებლებს ფილმების ნახვა საკუთარი მანქანებიდან შეეძლებათ:
“მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრი ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება”, – ავცადებენ კომპანიაში.
შესწორება: თავდაპირველად სტატიაში ნახსენები იყო, რომ კინოეთეატრი იუსტიციის სახლის პარკინგთანაც მოეწყობოდა, მოგვიანებით კინოთეატრის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.