ახალი ამბები

ახალი შემთხვევებიდან 2 სატრანზიტო ავტომანქანის მძღოლია – ექიმი

16 ივნისი, 2020 • 668
ახალი შემთხვევებიდან 2 სატრანზიტო ავტომანქანის მძღოლია – ექიმი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატრანზიტო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი, 20 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვირუსი, სავარაუდოდ, ბებიისგან გადაედო.

“ახალი შემთხვევებიდან ორი არის 60 წლამდე ასაკის აზერბაიჯანის მოქალაქე და სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ. საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს და უკვე აქ PCR ტესტით დადასტურდა ორივე შემთხვევაში.

ერთია 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადსატურდა კოვიდი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პირველწყარო მამაკაცის ბებიაა “, – განაცხადა ბექაიამ.

მისი განმარტებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი