დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 11 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს, დადასტურებული შემთხვევების 11% ასიმპტომური იყო.
NCDC-ში აცხადებენ, რომ სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდებოდა ცხელება (57.3%-ში), ზოგადი სისუსტე (34.5%-ში) ხველა (24.6%-ში), ყელის ტკივილი (17%-ში) და თავის ტკივილი (14.5%-ში).
გემოს და ყნოსვის ცვლილება კი 500 შემთხვევაში გამოვლინდა, რაც COVID დადასტურებული შემთხვევების 14.8%-ია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ 800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური . შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11%.
NCDC-ში აცხადებენ, რომ სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება.