ახალი ამბები

საქართველოში COVID ინფიცირებულთა 12.06% სამედიცინო პერსონალია – NCDC

16 ივნისი, 2020 • 863
საქართველოში COVID ინფიცირებულთა 12.06% სამედიცინო პერსონალია – NCDC

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 11 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 101 წარომადგენელს დადუასტურდა, საიდანაც ერთი შემთხვევა საზოგადოებაში შეძენილ COVID-19-ად კლასიფიცირდა.

სამედიცინო სერვისის მიწოდებისას ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 100 ადამიანი შეადგინა, რაც NCDC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის 12.06%-ია. მათგან გარდაიცვალა ერთი, 70 წლის ექთანი ქალი ქვემო ქართლიდან, რომელიც სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირდა.

შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ექთანი – 58% (58 შემთხვევა)
  • ექიმი – 31% (31 შემთხვევა)
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა)
  • ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა “კოვიდ” კლინიკებში მოხდა (47 შემთხვევა), ხოლო რაც შეეხება სასწრაფო დახმარების სამსახურს, სასწრაფოს ექიმებს შორის ინფიცირების 36 შემთვევაა აღრიცხული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი