კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის კლინიკური დირექტორი, მარეხი ბექაია ადასტურებს.
ბექაიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები დღეს, 16 ივნისს, 17:00 საათზე კლინიკის წარმომადგენლების ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
16 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული და მთავრობის ოფიციალური საიტი stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დრომდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879 იყო. ინფორმაცია ამ დრომდე [16:18] არ განახლებულა.