აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში ჩამსვლელ პირებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.
დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება დე ფაქტო მინისტრების ინსპექციის დროს მიიღეს.
აფხაზური მხარის სტატისტიკით, პანდემიის დროს ფხაზეთში კორონავირუსი 38 მოქალაქეს დაუდასტურდა, 27 გამოჯანმრთელდა, ერთი მოქალაქე კი გარდაიცვალა.