ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი ტალღის გამო პეკინის ზოგ უბანში კარანტინი გამოცხადდა

16 ივნისი, 2020 • 779
კორონავირუსის ახალი ტალღის გამო პეკინის ზოგ უბანში კარანტინი გამოცხადდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინის რამდენიმე უბანში ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა და ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო, რათა კორონავირუსის ახალი კლასტერები შეაკავოს, იუწყება BBC.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქალაქში ვირუსის ხელახლა გამოჩენის შემდეგ ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ახალი კლასტერები „პრობლემას ყოველთვის წარმოადგენს“, მაგრამ აღნიშნავს, რომ „რაც გვინდა დავინახოთ, არის სწრაფი რეაგირება და შესაბამისი ზომები“.

როგორც BBC წერს, რომ ახალი შემთხვევები დაკავშირებულია ქალაქის ყველაზე დიდ ბაზართან, რომლის გენერალური მენეჯერი, სხვა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად, უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამასთან ერთად, ჩინური სახელმწიფო მედიის, „სინჰუას“ ცნობით, ხელისუფლება დაუკავშირდა დაახლოებით 200 000 ადამიანს, ვინც მაისის ბოლოდან ბაზარში იყო და მასთან ახლოს მდებარე 21 უბანში კარანტინი გამოაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი