ახალი ამბები

დღევანდელი დილის მონაცემებით ახალი ინფიცირებულები არ გვყავს – გამყრელიძე

16 ივნისი, 2020 • 2335
დღევანდელი დილის მონაცემებით ახალი ინფიცირებულები არ გვყავს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„დღეს დილისთვის ბოლო 24 საათში არ გვყავს ახალი ინფიცირებული“ ,- უთხრა წერილობით პასუხში გამყრელიძემ ნეტგაზეთს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან საქართველოში 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 724-ს მიაღწია.

საქართველოში სულ კორონავირუსის 879 შემთხვევა დასტურდება, აქედან 724 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

მასალების გადაბეჭდვის წესი