ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 379-ს მიაღწია

15 ივნისი, 2020 • 801
სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 379-ს მიაღწია

დღეის, 15 ივნისის ოფიციალური მონაცემით,  სომხეთში კორონავირუსის მიზეზით დღე-ღამეში 19 ახალი, ჯამში კი, 379  გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ცალკე არეგისტრირებს იმ პაციენტებს, რომლებიც  უშუალოდ კორონავირუსის გამო  [285] და კორონავირუსის ფონზე სხვა დაავადებებისგან იღუპებიან [ სულ 94 ასეთი შემთხვევაა] .

15 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 17064 შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთა შორის 10409 აქტიური შემთხვევაა.  ექსპერტთა სხვადასხვა გათვლებით, სომხეთში რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი, რომელიც ჯერ არ არის გამოვლენილი, დაახლოებით 75 ათასის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში ყოველდღიურად ტარდება დაახლოებით 2 ათასი ტესტი, რომელთა თითქმის მესამედი დადებითია.

ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანში კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების 119 შემთხვევაა დარეგისტრირებული, საქართველოში -14.

მასალების გადაბეჭდვის წესი