ახალი ამბები

მედპერსონალს კოვიდ-19-ის ტესტები ყოველკვირეულად ჩაუტარდება – გამყრელიძე

15 ივნისი, 2020 • 1102
მედპერსონალს კოვიდ-19-ის ტესტები ყოველკვირეულად ჩაუტარდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების ტესტირება ერთკვირიანი შუალედით დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რომ მინისტრის ბრძანებით პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები, როგორც ერთ-ერთი წყარო- როგორც ექიმები, ასევე, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი 2 კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები.

აქ თანდათანობით ჩვენ გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე, ორ კვირაში სხავდასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სახლებში და მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები და ასევე, ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და ასევე, რადგან საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორიები და იქ მომსახურე პერსონალი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პირველი ივლისიდან დაიწყება მეორე ეტაპი და ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობა გაიზრდება, 15 ივლისიდან კი დაიწყება მესამე ეტაპი. საბოლოოდ, ივლისის ბოლოსთვის, დღეში 3 000-3 500-მდე ტესტირება ჩატარდება, შემდეგ კი- 4 000-4 500-მდე, რაც მოიცავს სტომატოლოგებს, ფარმაცევტებს, იუსტიციის სახლებში დასაქმებულ ადამიანებს და სხვა დასაქმებულ პირებს, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს სხვა დამიანებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი