ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, COVID ინფიცირებულებში მსუბუქი შემთხვევების რიცხვი იზრდება

15 ივნისი, 2020 • 1105
გამყრელიძის თქმით, COVID ინფიცირებულებში მსუბუქი შემთხვევების რიცხვი იზრდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება პროგნოზირებადი იყო და ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ დინამიკის მიხედვით, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებით COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების რიცხვი მატულობს:

“რაც ბოლო ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს ცხრა, თერთმეტი, თოთხმეტი შემთხვევა ყოვლედღიურად, ეს პროგნოზირებადი იყო. ეს არ იყო მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი. თუმცა სიფთხილე აუცილებლად გვმართებს.

ყველაფერი მართვადია, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით არაფერი პრობლემა შეგვექმნება, ჯანდაცვის სისტემა მართავს ინფიცირეუბლებს. ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ გარკვეულად, მსუბუქი შემთხვევების რიცხვი შედარებით იმატებს საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებით და ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

15 ივნისი: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1

მასალების გადაბეჭდვის წესი