ახალი ამბები

ინდოეთში რკინიგზის ვაგონებს სამკურნალოდ პალატებად გადააკეთებენ

15 ივნისი, 2020 • 1099
ინდოეთში რკინიგზის ვაგონებს სამკურნალოდ პალატებად გადააკეთებენ

ინდოეთში, დელიში, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ 500 სარკინიგზო ვაგონს პალატებად გადააკეთებენ და იქ 8000 ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი, წერს BBC.

ბოლო დროს ინდოეთში გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა და თითქმის 12 000-ს მიაღწია. მთლიანობაში, დადასტურდა 320 922 შემთხვევა, რაც აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტია, ხოლო გარდაიცვალა, მთლიანობაში, 9 195 ადამიანი.

როგორც The Hindustan Times წერს, ქვეყანაში დელი არის კორონავირუსისგან მესამე ყველაზე დაზარალებული შტატი. ამჟამად პაციენტების სამკურნალოდ იქ 9 698 საწოლი აქვთ აქედან კი 4 248 თავისუფალია.

BBC-ის ცნობით, ინდოეთმა სარკინიგზო ვაგონების პალატებად გადაკეთება აპრილში დაიწყო. მაშინ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სარკინიგზო მიმოსვლის დიდი ნაწილი შეჩერდა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი