ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ჰოსპიტალის დირექტორი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს

15 ივნისი, 2020 • 1161
აფხაზეთში ჰოსპიტალის დირექტორი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს

აფხაზეთის სამხედრო ცენტრალური ჰოსპიტალი, რომელიც რუსი სამხედროების, მათი ოჯახების, ასევე  აფხაზეთის ძალოვანის სისტემის თანამშრომლების გარდა, გულრიფშის რაიონის მოსახლეობასაც ემსახურება, შესაძლოა, დაიხუროს. ამის შესახებ აფხაზურ ტელევიზიასთან საუბარში ზურაბ აჩბამ, ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ზურაბ აჩბა ჰყვება ჰოსპიტალის მძიმე პირობებზე, რაც როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე პაციენტებს საფრთხეს უქმნის.

როგორც ირკვევა, საავადმყოფოში, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ აშენდა, ინფრასტრუქტურა არ არის შეცვლილი, დაჟანგებულია მილები, დაზიანებულია ელექტროსადენები და დაობებულია კედლები.  გარდა ამისა, არ მუშაობს ლიფტი და ტრავმატოლოგიური განყოფილების პაციენტები მესამე სართულზე კიბით თავად ადიან.

“საავადმყოფოს ყველა შენობა ავარიულია და მათი ექსპლუატაცია არ შეიძლება. საშიშია პაციენტეისთვისაც და ექიმებისთვისაც. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, დავხურავთ და ვეღარ ვიმუშავებთ”, – ამბობს აჩბა.

რაც შეეხება სამედიცინო აპარატურას, 80-იანი წლების შემდეგ ისინი არ შეუცვლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი