ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ნიკოლ, წადი” – სომხეთში ოპოზიციონერ წარუკიანის დაკითხვაზე დაბარებას აქცია მოჰყვა

14 ივნისი, 2020 • 1054
“ნიკოლ, წადი” – სომხეთში ოპოზიციონერ წარუკიანის დაკითხვაზე დაბარებას აქცია მოჰყვა

სომხური ახალი ამბების სააგენტოს news.am-ის ცნობით, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მხარდამჭერთა აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ათეულობით აქციის მონაწილე დააკავეს.

გამოცემის ინფორმაციით, “აღორძინებული სომხეთის” ლიდერი, გაგიკ წარუკიანი უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს მის სახლში.

იქამდე უწყებამ წარუკიანთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე განცხადება გააკეთა.  ოფიციალური ინფორმაციით, საქმე შეეხება გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს.

წარუკიანი და მისი თანაპარტიელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

დღევანდელ აქციაზე, პოლიცია  ასევე მოუწოდებდა შეკრებილებს, დაეცვათ სოციალური დისტანცია.

აქციის დროს, მონაწილეები ყვიროდნენ “ნიკოლ წადი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი