ახალი ამბები

არაა გამორიცხული ლელოს ირგვლივ სხვა პოლიტიკური აქტორებიც ვნახოთ – ჯაფარიძე

14 ივნისი, 2020 • 1149
არაა გამორიცხული ლელოს ირგვლივ სხვა პოლიტიკური აქტორებიც ვნახოთ – ჯაფარიძე

“არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ლელო საქართველოს ირგვლივ ვნახოთ სხვა პოლიტიკური აქტორები და სუბიექტები”, – ეს განცხადება ბაფრი ჯაფარიძემ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა.

მას არ დაუკონკრეტებია ვინ შეიძლება ვიხილოთ ლელოს რიგებში, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცდელბა მედიაში ინფორმაცია, რომ ლელო მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკოსთან, მათ შორის გიორგი მარგველაშვილთან და “ქართული ოცნებიდან” გამოსულ დეპუტატებთან.

“უნდა დავარღვიოთ არაპროდუქტიული პოლიტიკური მოცმეულობა როცა მწირი არჩევანია, ახალი ტიპის ცენტრი უნდა შევქმნათ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ტვ პირველის დღის ეთერში.

ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა ლელო, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, გასულ წელს დააფუძნეს, მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ ისინი უსამართლოდ იდევნებოდნენ პროკურატურს მიერ. შემდგომში პარტია კოალიციაში შევიდა ახალ მემარჯვენეებთან და “შენების მოძრაობასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი