ახალი ამბები

საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე

13 ივნისი, 2020 • 1133
საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არ განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ყველა ოპოზიციური ჯგუფის საერთო პროპორციულ სიაში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება.

ამ ინიციატივაზე პასუხად სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„რეალობა საქართველოში არ არის დღეს ისეთი, რომ არის ორი პოლუსი მხოლოდ — ივანიშვილი და სააკაშვილი. ასე წარმოჩენა ყოველთვის უნდა ხოლმე ივანიშვილს. რეალობა არის სხვა — არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული, მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია“.

„ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება ჯერ თბილისში და შემდეგ სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეის არ განხილავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ „ეს განცხადება არ გაკეთებულა იმიტომ, რომ საბაბად იყოს გამოყენებული, რათა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნონ მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“.

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება

ამ ინიციატივას გამოეხმაურა პარტიაის კიდევ ერთ ლიდერი, გიგი უგულავა, რომელმაც იდეას „არარეალიზებადი“ უწოდა დღეს, როდესაც სრულად პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები. მანაც გამოთქვა იმედი, რომ ენმ-ის ეს სურვილი „ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი არ გახდება“.

„ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი