ახალი ამბები

ღარიბაშვილის პასუხი კილაძეს ბავშვებში ჯარის პოპულარიზებაზე

12 ივნისი, 2020 • 1530
ღარიბაშვილის პასუხი კილაძეს ბავშვებში ჯარის პოპულარიზებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაინტერესდა, ხომ არ არის საჭირო ბავშვებში სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ზოგადად, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კილაძეს უპასუხა, რომ ეს პროცესი დაწყებულია და შემდეგ წლებში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

“ხომ არ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, ასევე, ბავშვებში ვიმუშავოთ უფრო მეტი იმისთვის, რომ ამაღლდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, ბავშვებს გაუჩნდეთ მოტივაცია სამხედრო სამსახურის და, მეორე მხრივ, ზოგადად პატრიოტული სულუსკვეთების ამაღლების ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერად იყოს ამ კუთხით წარმოდგენილი”, – განაცხადა სოფო კილაძემ პარლამენტში, სადაც ღარიბაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში კითხვებს პასუხობს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 1 102 სკოლაში ხორციელდება საპილოტე პროგრამა “ჩვენი ჯარი”, რომლის მასშტაბებიც კიდევ უფრო გაიზრდება.

“მიგვაჩნია, რომ თავდაცვა და უსაფრთხოების საკთხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში ამას კიდევ უფრო გავააქტიურებთ და ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვისთვის ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხი და ბავშვს თავიდანვე უნდა ჩავუდოთ. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის ჯარის შესახებ ინფორმაციის , ცოდნის გადაცემას და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ამ თემაზე:

ჯარის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ [საბავშვო] ბაღიდან – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი