ახალი ამბები

გორსა და კასპში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

12 ივნისი, 2020 • 1873
გორსა და კასპში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

გორსა და კასპში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გორში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო მათი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. კასპის შემთხვევაში ინფიცირებულთა კონტაქტის გამო 5 პირი გადაიყვანეს თვითიზოლაციაში, Covid-19-ზე მათაც დღესვე შეამოწმებენ:

“გორში ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გორში 8 პირია თვითიზოლაციაში გადაყვანილი, მათ ნიმუშებს ვიღებთ, რომლებიც შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. სავარაუდოდ, საღამოს უკვე გვეცოდონება პასუხი. რაც შეეხება კასპს, აქ ხუთი ადამიანი გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორში ინფიცირებული პირი ავეჯის მაღაზიის თანამშრომელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი