საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, 9 ახალი შემთხვევიდან 3 გუშინ, 11 ივნისს, დღის განმავლობაში გამოვლინდა. დანარჩენი 6-ის შესახებ ინფორმაცია კი დღეს დილით გავრცელდა.