ახალი ამბები

შეიძლება, მეორე ტალღად ჩაითვალოს — იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

11 ივნისი, 2020 • 1033
შეიძლება, მეორე ტალღად ჩაითვალოს — იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, შეიძლება, მეორე ტალღად ჩაითვალოს.

„5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ-ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია, გავალთ თუ არა წყაროზე. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელსაც, იმედი გვაქვს, სწრაფად გავაჩერებთ“, — აღნიშნა იმნაძემ.


იმის შესახებ, რომ გამოვლენილი შემთხვევების პირველწყარო ვერ დგინდება, ასევე განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი