ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის — SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის 2 მილიონ შემთხვევაზე მეტი გამოვლინდა.
ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და მასაჩუსეტსის შტატებშია. ჯამში, კორონავირუსს ამ სამ შტატში 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მთლიანად აშშ-ში კი, ჰოპკინსის მონაცემების თანახმად, დაავადებას 112 924 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 533 504 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან ერთად, აშშ-ის რიგ შტატებში შეზღუდვები უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად მოხსნილია. წინასაარჩევნო, მასობრივი შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გარდა ამისა, უკვე 2 კვირაზე მეტია, აშშ-ში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები — მომიტინგეები პოლიციელების სისასტიკესა და აფროამერიკელი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილ რასიზმს აპროტესტებენ.