ახალი ამბები

სებ-მა აუქციონზე $ 29 650 000 გაყიდა

10 ივნისი, 2020 • 734
სებ-მა აუქციონზე $ 29 650 000 გაყიდა

სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 10 ივნისს,  29 650 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე სულ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ. აშშ დოლარი იყო. ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგებიც, რომლის თანახმადაც ლარი დოლართან 2.55 თეთრით გამყარდა. ხვალ, 11 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.04 ლარი იქნება. ლარი მცირედით 0.02 ლარით გაუფასურდა ევროსთან, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.46 ლარი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი