ახალი ამბები

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

9 ივნისი, 2020 • 1347
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა კაცი იპოვეს.

საგანგებოს ცნობით, კაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე მიტოვებულ კარავში იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თავს სუსტად გრძნობს:

“ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა” ,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაკარგულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

მასალების გადაბეჭდვის წესი