ნეტგაზეთი | ბიბილოვმა ცხინვალის ციხის უფროსი დაითხოვა ბიბილოვმა ცხინვალის ციხის უფროსი დაითხოვა – Netgazeti

ბიბილოვმა ცხინვალის ციხის უფროსი დაითხოვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თანამდებობიდან დაითხოვა ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი ოთარ მარგიევი.

მარგიევის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა. ბიბილოვმა მისი გათავისუფლების ბრძანებას სამშაბათს, 9 ივნისს მოაწერა ხელი.

ოსური მხარის ცნობით, 5 ივნისს ცხინვალის იზოლატორის რამდენიმე პატიმარმა ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა. ოფიციალური ინფორმაციითვე, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს და უკან, საპატრიმროში დააბრუნეს.

რა გახდა პატიმრების თვითმკვლელობის მცდელობის რეალური მიზეზი, უცნობია, თუმცა იუსტიციის დე ფაქტო უწყებამ საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პატიმრები უკმაყოფილონი იყვნენ ციხეში გეგმური ჩხრეკით და მათთვის ტელეფონის ჩამორთმევით და წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალმდაცველებს;

ოფიციალური ცნობითვე, ინციდენტის შემდეგ ისინი აღარ დაემორჩილნენ საპატიმროს წესებს და თვითმკვლელობა ვენების გადაჭრის საშუალებით სცადეს. უკიდურესად მძიმე პირობების მოტივით, ცხინვალის იზოლატორში პატიმრებმა რამდენიმე თვის წინ შიმშილობაც გამოაცხადეს.

ვრცლად:

“სისტემა უნდა დაინგრეს” – რა ხდება ცხინვალის ციხეში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com