ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

9 ივნისი: სომხეთში Covid-19-ის 350 ახალი შემთხვევაა

9 ივნისი, 2020 • 1045
9 ივნისი: სომხეთში Covid-19-ის 350 ახალი შემთხვევაა

9 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ  ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 350 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 352 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 13675 ადამიანია ინფიცირებული. ჩატარებულია 71405 ტესტირება.


6 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი