ახალი ამბები

ყველაზე მეტად, 251 მილიონით, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი მცირდება – ნახეთ სრულად

9 ივნისი, 2020 • 1120
ყველაზე მეტად, 251 მილიონით, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი მცირდება – ნახეთ სრულად

საქართველოს მთავრობა დღეს, 9 ივნისს, პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას წარუდგენს დასამტკიცებლად. დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი 550 მილიონამდე ლარით მცირდება. ყველაზე მეტად – 251 მილიონ ლარზე მეტით, მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. შემცირებების მაჩვენებელი კი უწყებების მიხედვით ასეთია:

  1. ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 251 მილიონი ლარი;
  2. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 127.7 მილიონი ლარი;
  3. თავდაცვის სამინისტრო 75 მილიონი ლარი;
  4. თბილისის ტრანსფერი – 35 მილიონი ლარი;
  5. ეკონომიკის სამინისტრო – 26.6 მილიონი ლარი;
  6. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო – 15.2 მილიონი ლარი;
  7. ფინანსთა სამინისტრო – 12 მილიონი ლარი;
  8. შსს – 10 მილიონი ლარი;
  9. საერთო სასამართლოები – 8 მილიონი ლარი;
  10. პარლამენტი – 4 მილიონი ლარი;
  11. საგარეო საქმეთა სამინისტრო – 3 მილიონი ლარი;
  12. ახალგაზრდობის სააგენტო – 1.5 მილიონი ლარი;
  13. ჯანდაცვის სამინისტრო 1.45 მილიონი ლარი;
  14. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – 1 მილიონი ლარი;
  15. სახალხო დამცველის აპარატი – 1 მილიონი ლარი;
  16. სუს-ი – 1 მილიონი ლარი;
  17. იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 1 მილიონი ლარი;
  18. აუდიტის სამსახური – 1 მილიონი ლარი;
  19. ვეტერანთა სამსახური – 900 ათასი ლარი;
  20. პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 750 ათასი ლარი;
  21. უსაფრთხოების საბჭოს აპარატი – 700 ათასი ლარი;
  22. სახელმწიფო დაცვის სამსახური – 700 ათასი ლარი;
  23. საპენსიო სააგენტო – 500 ათასი ლარი;
  24. სტატისტიკის სამსახური – 460 ათასი ლარი;
  25. სახ. მინისტრის აპარატი – 400 ათასი ლარი;
  26. კონკურენციის სააგენტო – 270 ათასი ლარი;
  27. საჯარო სამსახურის ბიურო – 260 ათასი ლარი;
  28. PPP სააგენტო – 250 ათასი ლარი;
  29. სავაჭრო-სამრეწველო პალატა – 50 ათასი ლარი;
  30. მთავრობის ადმინიტრაცია – 100 ათასი ლარი;
  31. ენის დეპარტამენტი – 50 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი